რუსეთს ანტისარაკეტო სისტემების დსთ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე განთავსება სურს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის სამხედრო საჰაერო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.
"პოლიტიკური ნების შემთხვევაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება მოსკოვს დსთ-ის სივრცეში ყველგან შეუძლია. ეს ის რაკეტებია, რომლებიც თვითმფრინავებთან ერთად სამიზნეს 400 კილომეტრის მანძილზე ანადგურებენ", - განმარტა ვლადიმ ვოლკოვმა.
ამასთან, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის განმარტებით, დსთ-ის სივრცეში სისტემების განთავსება შესაძლოა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტიც გახდეს.
მან ისიც მიანიშნა, რომ რაკეტების განთავსების სასურველ ტერიტორიად შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთი ან ცხინვალი იქცეს.