რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტვირთბრუნვის მაჩვენებელმა 292,2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის მონაწილეობით 50 ზე მეტი დაწესებულება მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, აქტიურად ვითარდება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების შეთანხმებით-სამართლებრივი ბაზა, ხელმოწერილია 76 შეთანხმება და ხელშეკრულება და კიდევ დაახლობით 30 პროექტი დამუშავების სტადიაშია.
"თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება - ახალგაზრდა სახელმწიფოს ეკონომიკის, სოციალური და ჰუმანიტარული სფეროების აღდგენა-განვითარებაა. რეალიზებულია აფხაზეთის სოციალ-ეკონომიური განვითარების 2010-2012 წლების გეგმა და მიდის მუშაობა საინვესტიციო პროგრამის მომზადებაზე 2015 წლამდე პერიოდისათვის.
რუსეთი აფხაზეთს მასშტაბურ ფინანსურ-ეკონომიკურ და საექსპერტო დახმარებას უწევს. სწორედ ამ საკითხისადმია მიმართული 2012 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიი მუშაობა რუსეთის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრონლობის განვითარების საკითხებში. ფუნქციონირებს ასევე მთავრობათაშორისო კომისია, რომლის მორიგი სხდომა მოსკოვში 2013 წლის პირველ ნახევარში უნდა გაიმართოს", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში ყოველწლიურად ტარდება რუსულ-აფხაზური საქმიანი ფორუმები.