საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში პრივატიზაციის ახალი ტალღა დაიწყო.
გაზეთ "კომერსანტი" მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმებების მთავარ დეტალებს აქვეყნებს.
"ბაღაფშმა რუსეთის მოქალაქეებს ექსკლუზიური უფლება მისცა, შეიძინონ ოკუპირებულ რეგიონში მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება. დღემდე მოქმედი წესებით, აფხაზეთში ქონების მესაკუთრე მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო", - აღნიშნავს "კომერსანტი".
გაზეთი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სოხუმში მოსკოვის ზეწოლის გამო მიიღეს.
"ბოლოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის პრეცენდენტმა რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატიც კი გააღიზიანა და სერგეი ლავროვმა სოხუმში საპროტესტო წერილი გააგზავნა", - წერს "კომერსანტი.