საქართველოს სტარტეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან (საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი) და ცენტრის თელავის ბიურო (თელავი)) ერთობლივად, 23 ოქტომბერს თელავსა და 6 ნოემბერს ლაგოდეხში აწყობს სოფლის განვითარების ქსელური პროგრამის 2006-2009 წლის შედეგების პრეზენტაციას.
პროგრამა სამიზნე რეგიონების 22 თემში მუშაობს, პროგრამის ფარგლებში თითოეულ სამიზნე თემში შექმნილია და ფუნქციონირებს ახალგაზრდული სათემო ცენტრი.
2006-2009 წლებში პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და სათემო ცენტრების ორგანიზებით განხორციელდა 28 მიკროპროექტი და 103 მინიღონისძიება. პროექტებით 61 600-მა კაცმა ისარგებლა.