მთავრობა ობუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის ნაცვლად, საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობაზე იმიშავებს.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაინიშნოს გიორგი გახარია საგადასახადო ომბუდსმენად"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს 20 თებერვალს წარუდგინა და მაშინვე ითქვა, რომ სტატუსი მოგვიანებით დაზუსტდებოდა. როგორც წარდგენისას გიორგი გახარიამ განაცხადა მისი სამსახური მარტო მედიატორის ფუნქციით არ შემოიფარგლება და ის კანონის ფარგლებში მოაგვარებს ყველა კონფლიქტს, რაც კი ბიზნესს შეექმება.
„მოდით ფუნქციებზე საუბარი ცოტახნით გადავდოთ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ეს ფუნქციებო 10 დღის ვადაში დაზუსტდება. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საშუალო და მცირე ბიზნესს. ასევე ის, რომ ამ ინსტიტუტს მხოლოდ მედიატორის ფუნქცია არ ექნება. ომბუდსმენი უნდა გახდეს ბიზნესის კანონიერი უფლებების დამცველი: ეს ეხება არა მხოლოდ საგადასახადო დარგს, არამედ ყველა იმ დარგს სადაც იქმნება კონფლიქტური ზონა ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის"- განაცხადა 20 თებერვალს გიორგი გახარიამ.