უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2012 წლის IV კვარტალში 95 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 58 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 38 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 28 მლნ. აშშ დოლარით.
2012 წელი (წინასწარი)წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წელს 865 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის და 6 პროცენტით მეტია 2010 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის 53 პროცენტია.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 424 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ და 3 პროცენტით იმავე პერიოდის წინასწარ მონაცემებზე, ხოლო 2012 წლის III
კვარტლის მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის IV კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90 პროცენტი შეადგინა. ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 34 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 8 პროცენტით.
მასალის გამოყენების პირობები