"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის 53 პროცენტია.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 424 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ და 3 პროცენტით იმავე პერიოდის წინასწარ მონაცემებზე, ხოლო 2012 წლის III კვარტლის მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის IV კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90 პროცენტი შეადგინა. ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 34 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 8 პროცენტით.
მასალის გამოყენების პირობები