ოფთოლმოლოგიური საავადმყოფოს "MIEღ"-ს სპეციალისტებმა იეშუა ალმოგმა და შირა შინ-ოფირმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თვალის მიდამოებში ნაოჭების გასწორების მიზნით პოპულარული ბოტოქსის გამოყენებამ გაზარდა იმ ქალთა რიცხვი, რომელთაც მსგავსი პროცედურის შემდეგ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდებათ.
ოფთომოლოგებმა საჭიროდ ჩათვალეს იმის შეხსენება, რომ "ბოტოქსის" აქტიური ნივთიერება - ბუნებრივი წარმოშობის ძლიერი შხამია. რომლის გამოყენება მედიცინაში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს.
ხოლო, ოფთალმოლოგიაში მისი გამოყენება 1989 წლიდან FDA მოწონების შემდეგ სიელმისა და ბლეფაროსპაზმის სამკურნალოდ ხდება.
მიუხედავად იმისა,რომ ბოტოქსის გამოყენება კოსმეტიკური პროცედურების დროს უსაფრთხოდ ითვლება, სამედიცინო პრაქტიკაში სპეციალისტებმა ისრაელიდან ბოტოქსის გამოყენებით გამოწვეული 3 შემთხვევა დააფიქსირეს.
ერთ შემთხვევაში 55 წლის პაციენტმა კლინიკას დიპლოპიის ჩივილით მიმართა. აღმოჩნდა,რომ ქალბატონმა 2 კვირით ადრე ბოტოქსის ინექცია გაიკეთა.
გამოკვლევის შემდეგ, ექიმების განცხადებით თვალის გაორება (ორმაგი ხედვა) ბოტოქსის შედეგად კუნთების შესუსტებით არის განპირობებული.
ასევე აღწერილია ორი ანალოგიური შემთხვევა.
ექიმები აცხადებენ, რომ რამოდენიმე კვირის შემდეგ აღწერილი სიმპტომები ექიმების ჩაურევლად თავისთავად მიმდინარეობდა. გარდა თვალის გაორების, ბოტოქსის ინექცია შეიძლება მხედველობის გაუარესების, ცრემლდენის, ზედა წამწამების ცვენის მიზეზი გახდეს.
ექიმების აზრით გაახალგაზრდავების მიზნით კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარების წინ პაციენტები უნდა გააფრთხილონ შესაძლო მოსალოდნელ შედეგებზე.