რუსეთის მთავარი სანიტარი საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს.
გენადი ონიშენკოს კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.
მან ასევე დაადასტურა, რომ მიწვევა პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისგან მიიღო, როდესაც ის ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.
"მოწვევა მიღებულია. ამ მოწვევას, მოვლენების განვითარების მიუხედავად, დიდი პატივისცემითა და მადლიერებით დავეთანხმე. ვიზიტის თარიღი ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გენადი ონიშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.