დღეიდან, 18 თებერვლიდან, "მწვანეთა პარტია" წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი განმატებით, "მწვანეებს" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა თუ ვინ იქნება ის, ჯერჯერობით ჩამოყალიბებულნი არ არიან.
"თბილისი ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება, ვინაიდან აქ მერის არჩევნები პირველად ტარდება. ბუნებრივია, სერიოზულად ვფიქრობთ მერობის ჩვენს კანდიდატზე", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
"მწვანეთა პარტიის" ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს, "დაუჯეროს, რომ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია".
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ "მწვანეებმა" ოფიციალურად 17 თებერვალს განაცხადეს.