ანთება - წამალზე ძლიერი იმუნური პასუხის ნაწილია, რომელიც მოწოდებულია მშობიარობის შესაჩერებლად.
საქმე იმაშია, რომ საშვილოსნოში მიმდინარე ანთებითი პროცესი "თიშავს" გენს, რომელიც აჩერებს ნაადრევ მშობიარობას. როგორც ცნობილია რაც უფრო ადრე იბადება ბავშვი მით მეტია პრობლემები.
შეფილდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეამოწმეს, თუ როგორია ანთების გავლენა ექსპერიმენტულ პრეპარატებზე - გისტონდეაცეტილაზ ინფიბიტორებზე (შეიძლება "ჩართონ" გენი).
ქსოვილების ნიმუშის შესწავლამ აჩვენა, რომ პრეპარატები ააქტიურებდნენ გენს, რომელიც ასუსტებდა საშვილოსნოს და აჩერებდა სამშობიარო შეტევას.
მაგრამ, ნაერთი რომელიც ანთების დროს გამომუშავდება მაინც "თიშავდა" ამ გენს. გამოდის, რომ თუ არ გაუმკლავდებით ანთებას, წამლებით თერაპიას აზრი არა აქვს.
მეცნიერები აღიარებენ - ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა პროცესები აიძულებს ქალს იმშობიაროს ბავშვი ჩასახვიდან ცხრა თვის შემდეგ. ამ პროცესების შესწავლა საშუალებას მისცემს არა მარტო შემცირონ გართულებები ორსულობისა და მშობიარობის დროს, არამედ შეიმუშაონ მკურნალობის სქემა ქალებისთვის რომელთაც მშობიარობა არ შეუძლიათ.