,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარებასთან დაკავშირებით ,,მორგან სტენლის" შეფასებას აქვეყნებს.
როგორც შეფასებაშია აღნიშნული ,,მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური -0.8% შეადგინა. მთლიანად 2012 წელს მშპ-ის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%, სულ 6,1% იყო. მართალია, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის ზრდის პროგნოზს 5,6%-დან 5%-მდე ვამცირებთ.
ბიუჯეტი დაგეგმილია 7%-იანი ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8% ნაცვლად, მშპ-ის 3,5% მიაღწევს.
მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოვლნების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიგვანიშნებს.
პოლიტიკური არასტაბილურობა შეამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მიერ გამოთქმული შემაშფოთებელი პროგნოზები კიდევ ერთხელ მაიძულებს მოვუწოდო მთვარობას, მიიღოს საგანგებო ზომები ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით. თუ ახლანდელი ნეგატიური ტენდენციები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კითილდღეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.", -ნათქვამია შეფასების ტექსტში.