გულის დაავადების პროფილაქტიკური კლინიკის ხელმძღვანელი იაკოვ ჰენკი აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელიც ადასტურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მწვანე ჩაის ეფექტურ გავლენას.
ის წერს, რომ მწვანე ჩაის ფერი და სამკურნალო თვისებები განპირობებულია ფლავანოიდებით, კერძოდ კი გალატე ეპიგალოკატეხინებით (EGCG), რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.
იაკოვ ჰენკი მიანიშნებს, რომ მწვანე ჩაი სასარგებლოა გულის და სისხლძარღვების დაავადების დროს. მაგალითისთვის მას მოჰყავს EPIC პროექტის ფარგლებში ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
13 წლის განმავლობაში 37 ათას ქალსა და მამაკაცზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საკონტროლო ჯგუფში იშემიური დაავადებისა და ინსულტისგან სიკვდილიანობის დონე, მწვანე ჩაის რაოდენობის გაზრდის პროპორციულად მცირდებოდა.
2011 წელს ჟურნალ The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა 18 სხვადასხვა კვლევის შედეგი ,სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მწვანე ჩაის მოყვარულთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების რისკი 28%-ით დაბალია, მათთან შედარებით ვინც მწვანე ჩაის არ მოიხმარს. კვლევების ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღეში ორი ჭიქა მწვანე ჩაი 10 %-ით ამცირებს გულის დაავადების რისკს.
პროფესორი იაკოვ ჰენკინი, თავის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მწვანე ჩაი ამცირებს სისხლში "ცუდი "ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ჭარბი წონის დაგდებას და ეფექტურად იცავს ძარღვებს.
მასალის გამოყენების პირობები