. ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე გადაიდო. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა ცესკოს გადაწყვეტილება - საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი იულია ტიმოშენკოს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა გახდა - ტიმოშენო ცესკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.
სასამართლომ ხსენებული სარჩელი ორი დღის ვადაში უნდა განიხილოს.
სასამართლო პროცესს პრესაც დაესწრება.