ამერიკლემა მეცნიერებმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთეს - სწრაფი კვება ღვიძლზე ისეთივე საზიანო ზემოქმედებას ახდენს, როგორც ჰეპატიტი.
ერთი თვის განმავლობაში "სწრაფი" კვების მუდმივ გამოყენებას ღვიძლზე მკვეთრ ცვლილებამდე მივყავართ.
კერძოდ, კარტოფილი ფრი უკიდურესად სახიფათოა იმის გამო, რომ მას დანამატის სახით სხვა ინგრედიენტი ემატება. გარდა იმისა, რომ კარტოფილი ფრი დიდი რაოდენობით ცხიმში მზადდება და ჭარბი რაოდენობით ემატება მარილი, სწრაფი კვებისათვის მას შაქარი ემატება ოქროსფერი ხრაშუნა ჩხირების მისაღებად. ხოლო გაჯერებული ცხიმების დიდი ოდენობა ქმნის მდგომარეობას, რომელსაც "ცხიმოვან ღვიძლს" უწოდებენ.
მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებები ღვიძლის ფერმენტებზე ისეთივეა, როგორც ჰეპატიტის გადატანის შემდეგ - დაავადების, რომელსაც საბოლოო ჯამში ღვიძლის უკმარისობამდე მივყავართ.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც იმალება სწრაფ კვებაზე გაწერილი რეგლამენტირებული წესებში. ძალიან ხშირად იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ სალათის ჭკნობა მას პროპილენგლიკოლით ამუშავებენ, რომელსაც ასევე გამოიყენებენ საკვებ დანამატად (E-1520) და მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკლებ ტოქსიკურია, გროვდება ორგანიზმში და შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები