2012 წელს აჭარაში 152 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2011
წელს რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებთან შედარებით 2 %-ით მეტია.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2012 წელს რეგიონში განხორციელებული ინვესტიციიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიცია მშენებლობის სექტორში განხორციელდა. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 2012 წელს მშენებლობაში 95 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების 62 %-ია.
2012 წელს აჭარაში ტურიზმის სექტორში მთლიანობაში 49 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. წლის განმავლობაში წლის განმავლობაში განხორციელებულია 4 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო მრეწველობაში 3 მლნ დოლარი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 2012 წელს აჭარაში სხვა დანარჩენ დარგებში კი 1 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.