2012 წლის ივნისში შპს "ავერსის კლინიკამ" ისნის რაიონში მდებარე ბავშვთა მე-7 პოლიკლინიკა შეიძინა. პოლიკლინიკა ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. სულ რამდენიმე თვეში "ავერსის კლინიკამ" ძველ შენობას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარა. ჩამოყალიბდა უახლესი აპარატურით აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით დაკომპლექტებული ამბულატორიული ტიპის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი - "ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი.
"ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს დღის სტაციონარი მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, ფიზიოთერაპიისა და მასაჟის კაბინეტები.