18 თებერვალს სასტუმრო "რედისონში" დასრულდება კონფერენცია, სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა".
განხილვის მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა, ევროპული სამეზობლო გეგმა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდის განხილვაა.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის აპატარის ინიციატივით ეწყობა და მას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ევროკავშირის VI საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. ქართულმა მხარემ დემოკრატიული რეფორმებით სვლა შეუჩერებლად უნდა განაგრძოს. ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციას გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. კონფერენციაზე ევროპელ კოლეგებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის ყველაზე მთავარი რუსულ-ქართული ურთიერთობები და ის ფინანსური დახმარება იქნება, რომელიც ევროპამ საქართველოს უკვე აღმოუჩინა და მომავალშიც აღმოუჩენს,"-განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.
კონფერენცია 12 თებერვალს გაიხსნა.