18 თებერვალს დანიის სამეფოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია თბილისს დატოვებს.
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 15 თებერვალს ეწვია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, საპარლამენტო ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან.
16 თებერვალს დელეგაციის წევრებმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ოფისში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული სამსახურის უფროს რობერტ ლიდელთან გამართეს შეხვედრა, მოგვიანებით კი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ბორის ვოდზსა და სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ თამარ ჩერგოლეიშვილს შეხვდნენ.
17 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები გორში გაემგზავრნენ, სადაც ისინი პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილმა მიიღო მიიღო.
სტუმრებმაი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზონა დაათვალიერეს. იქედან კი წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში გადაინაცვლეს. ბანაკის დათვალიერების შემდეგ, მათ იძულებით გადაადგილებული პირები შეხვდნენ.