6 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.000 პროცენტით, მაქსიმალური 6.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.151 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 6.1 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.