ეკა ბესელიას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" რიგებიდან გარიცხვის ფაქტი არ დასტურდება. ამის შესახებ კომენტარი თავად ეკა ბესელიამ გააკეთა.
"დღეს რომ პირველი აპრილი იყოს, ეს ამბავი ხუმრობა მეგონებოდა", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას პარტიიდან გარიცხვის ფაქტს არც "მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რამაზ იოსელიანი ადასტურებს. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს თეო ტლაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ბესელიასა და ტლაშაძეს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.