ეკონომიკის ექსპერტის გია მაისაშვილის შეფასებით ეკონომიკის სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ გამოკვეთა თავის სტრატეგია.
როგორც მაისაშვილმა "პრაიმტაიმის"პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველაზე მთავარი სახელმწიფოსთვის არის ეკონომიკური შედეგის მიღწევა. მე მიხარია, რომ ისახება ტენდენცია ეკონომიკის მიმართულებით, რეალურად ახლა შეუძლია ახალ ხელისუფლებას, რომ საკუთარ ხელში აიღოს ყველაფერი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ვოპერირებთ. ამიტომაც ყველაზე მთავარი ამოცანაა გამოიკვეთოს როგორც შიდა მხარისთვის მკაფიო ტენდენცია თუ რა არის ეკონომიკური ზრდის მთავარი მონაცემები. დაისახოს ადვილად განსაჭვრეტი თამაშის წესები. ჩვენი ყველას სისუსტეა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ვერ გამოკვეთა თავისი სტრატეგია. ვერ ჩამოყალიბდა მთავარი ამოცანები და ქმედების გეგმა. მე ვიცი, რომ პრემიერის ინიციატივით რამდენიმე დღეში დაიწყება, კონკრეტული მიზნების დაფიქსირება", - აცხადებს მაისაშვილი.