მოუხერხებელ ფეხსაცმელს სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომებამდე მივყავართ, კანის სიწითლე, კოჟრი, ტკივილი სახსრებში.მაგრამ ყველაფერი ეს ეხება ადამიანებს სერიოზული დაავადების გარეშე.
ისინი ვინც შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული, გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს. მოუხერხებელი ფეხსაცმლის შედეგად დიაბეტიანებს უჩნდებათ წყლულები.
მოუხერხებელი ფეხსაცმელი არღვევს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, ეს პრობლემა კი დიაბეტიანებისთვის თავისთავად აქტუალურია. სისხლძარღვების დაზიანების გამო, რომელიც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, ხშირად ხდება პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება.
მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობდა დიაბეტით დაავადებული 107 მოხალისე. გამოარკვიეს, რომ მათგან მხოლოდ ყოველი მესამე ასრულებდა ფეხსაცმლის არჩევისას ექიმების რეკომენდაციას.
ასევე გამოირკვა, რომ პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება შეჩერდეს, თუ დიაბეტით დაავადებული შეარჩევს კომფორტულ ფეხსაცმელს, ეს ეხება არა მხოლოდ სახლის არამედ ქუჩაში გასასვლელ ფეხსაცმელს.