200 სახეობის ქართული ღვინო, რომლელიც რუსული მხარის "მოთხოვნებს აკმაყოფილებს", შესაბამის რეგისტრაციას გაივლის და რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. ამის შესახებ როპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა.
"მათ მოუწევთ ყოველი სახეობის ნიმუშების წარმოდგენა, რათა მოხდეს რუსეთის რეესტრში მათი რეგისტრაცია. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 200 სახეობის ღვინო წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციისთვის", - განუცხადა ონიშჩენკომ რია ნოვისტის.
შეგახსენებთ, რომ როსპოტრებნადზორის წარმომადგენლებმა 25 თბერვლიდან 1 მარტამდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება ჩაატარეს.
ქართული ღვინის შეტანა რუსულ ბაზარზე 2006 წელს აიკრძალა.