ვესმისტერის კონსორციუმის პროგრამის ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე ორდღიანი სემინარი დასრულდა. სემინარის ფარგლებში განიხილეს საპარლამენტო საქმიანობა, ფინანსური ზედამხედველობა, საკომიტეტო საქმიანობა, დეპუტატების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და მედიასთან ურთიერთობა.
სემინარის დასულების შემდეგ ქართველმა დეპუტატებმა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.
სტუმრებმა სემინართან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიის გზაზე საქართველო ახალგაზრდაა, თუმცა ქვეყანა განვითარების გზას მიჰყვება. ელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროგრამა საქართველოში გაგრძელდება და ქვეყანას კვლავ ეწვევიან.
სემინარი 16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ვესმისტერის კონსორციუმის პროგრამას პარლამენტში ვესმისტერის დემოკრატიის ფონდი ახორციელებს. ორგანიზაცია დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. პროგრამა 1992 წელს დარსდა და მას საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისები აფინანსებს.