"რესპუბლიკელებისა" და "მემარჯვენეების" ახალ ფორმულას - "ყველა, მინუს ნოღაიდელი" - კობა დავითაშვილიც უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერმა ჟურნლისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საკვირველია დავით გამყრელიძის პოზიცია, რომელმაც ძალიან მალე შეცვალა თავისი აზრი ნოღაიდელთან დაკავშირებით.
"არ მიკვირს, როცა "რესპუბლიკელები კიდევ ერთხელ ცდილობენ ოპოზიციური გაერთიანები ჩაშლას, მწყინს და მიკვირს, რომ დავით გამყრელიძე, რომელიც იყო როგორც პრაიმერის, ასევე პრაიმერში ნოღაიდელის მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, გვაკრიტიკებს იმ პოზიციისთვის, რომელშიც თავის დროზე თვითონ დაგვარწმუნა", - განაცხადა დავითაშვილმა.