საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ეუთოც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომრესთან, ყაზახეთის სახელმწიფო მდივან კანატ საუდაბაიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ბაქრაძემ აღნშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთისა და საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე. ამ ურთიერთბებში ერთ-ერთ მნიშნელოვან საკითხად, ბაქრაძის თქმით, სწორედ მომავალი არჩევნები მოიაზრება. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ამ შეხვედრისას ეუთოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მონიტორინგის პროცესში ეუთოს მონაწილეობასთან დაკავშირებთ.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციას საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა წერილობით, სადაც ადამიანის უფლებათა ოფისს სთხოვდა, ეუთოს მონაწილეობა მიეღო ადგილობირვი არჩევნების მონიტორინგში. დღევანდელ შეხვედრაზე კი ეუთოს თავმჯდომარის მზადყოფნას ბაქრაძე უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დადებითად გადწყდება.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქართველ ხალხს ვაჟკაცობასა და სიბრძნეს უსურვებს იმ ურთულეს პერიოდში, რასაც ჩვენი ქვეყანა განიცდის უახლოესი ისტორიის განმავლობაში.
"გულწრფელად გისურვებთ, სიტუაციიდან გამოსულიყავით გამთლიანებული და გაძლიერებული. Mჯერა, რომ საქართველოს არაჩვეულებრივი მომავალი ექნება", - აცხადებს საუდაბაიევი.