საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, შეხვდა ფინეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პეტრი სალოს.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ასპექტები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხი.
საუბარი ასევე შეეხო გრიგოლ ვაშაძის მომავალ ვიზიტს ფინეთის რესპუბლიკაში და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებას.
დასასრულს, მხარეებმა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მომავალი განმტკიცებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს.