ამერიკელი მეცნიერების ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, შეძლეს განეკურნათ პატარა გოგონა, რომელიც აივ ვირუსით დაიბადა. მკურნალობა სტანდარტული მედიკამენტური თერაპიით ჩატარდა.
გოგონა ამჟამად 2 წლის და 6 თვისაა. იგი წელიწადზე მეტია არ იღებს არავითარ პრეპარატებს, და მას ინფექციის არავითარი ნიშნები არ აქვს.
ექიმები აცხადებენ, რომ აუცილებელია, კიდევ რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა დადგინდეს შესაძლებელია თუა არა ანალოგიურმა მკურნალობამ უშველოს სხვა ბავშვებსაც, რომლებიც აივ ინფექციით დაიბადნენ.
ჯინს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა დოქტორ დებორა პერსოდმა გოგონას მკურნალობის კურსის შედეგები ატლანტის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა.
მისი თქმით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ აივ ინფექცია განკურნებადია პატარა ბავშვებში.