ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, კანატ საუდაბაიევს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით თავისი ხედვა აქვს.
ეს განცხადება პარალმენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ყაზახეთის სახელმწიფო მდივნ კანატ საუდაბაიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურიერობებსა და საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე. ამ ურთიერთობებში მთავარი ელემენტი, ბაქრაძის თქმით, არის კონფლიქტები და ის საკითხი, თუ რა ფორმით შეიძლება აღდგეს ეუთოს მონიტორინგის ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ეუთოს ახალ თავმჯდომარეს აქვს წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება ამის მოხერხება. ეს წინადადებები უახლოეს მომავალში კონკრეტულ სახეს მიიღებს", - აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გზით აღვადგინოთ საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფანა თანმშრომლობისთვის", - აცხადებს ბაქრაძე და იმედოვნებს, რომ ყაზახეთის თავმჯდომარეობა იქნება წარმატებული და მოხერხდება ეუთოს მონიტორინგის აღდგენა, რომელიც შარშან ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა".