კომპანია Wargaming -მა ისეთი თამაშების ავტორების როგორიცაა Supreme Commander, Dungeon Siege და Demigod შემქმნელი სტუდიის - Gas Powered Games-ის შეძენის შესახებ განაცხადა.
"კრის ტეილორის კომპანიამ თამაშების შემუშავების მრავალწლიანი გამოცდილება დაააგროვა, წარმოადგინა რამოდენიმე ჭეშმარიტად უნიკალური პროექტი. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დროს,როცა შევძლებთ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა ახალი თამაშის შესაქმნელად. ეჭვი არ მეპარება: ეს იქნება ჩინებული პროექტი", - განაცხადა Wargaming-ის შეფმა ვიქტორ კისლიმ
"მოხარულები ვართ შევუერთდეთ განაცხადა Wargaming-ის გუნდს. სულ რამოდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ წარმოუდგენელი გზა გაიარა მცირე დეველოპერიდან საერთაშორისო გამომცემლობამდე, ოფისებით მთელ მსოფლიოში. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება და გავხდეთ ამ წარმატების ნაწილი. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის შემდგომ განვითარებაში", - განაცხადა Gas Powered Games ხელმძღვანელმა კრის ტეილორმა.
ცოტა ხნის წინ Wargaming - მა ამერიკული Day 1 Studios შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები