საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ ემირატებში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პირველმა პირმა სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე მიხეილ სააკაშვილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს.
მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები