ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
უკვე ცნობილია, რომ ჯგუფის პირველივე სხომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარეს ზურაბ ხარატიშვილს მიიწვევენ.
როგორც ცნობილია, ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა. ჯგუფში უმრავლესობით ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციონერი იქნება მისი ხელმძღვანელიც.
ჯგუფის შემადგენლობა ოფიციალურად 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.