"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ არჩევნების მონიტორინგისათვის შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განახორციელოს.
ამის შესახებ განცხადება ლევან ვეფხვაძემ დღეს ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერფრაცქიული ჯგუფის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა.
"ჯგუფის მთავარი ფუნქცია მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარება უნდა იყოს. ინტერფრაცქიულმა ჯგუფმა აქტიურად უნდა იმუშაოს სწორედ რეგიონებში, ვინაიდან, შესაძლოა, რომელიმე თანამდებობის პირმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და არჩევნებზე ზემოქმედების სურვილი გაუჩნდეს. ეს კი ყველაზე მეტად რეგიონებშია მოსალოდნელი და ასეთი ფაქტების აღსაკვეთად აქტიურობაა საჭირო", - აცახდებს ვეფხვაძე.
როგორც ცნობილია, დღეს, ბაქრაძის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი 9 კაცის შემადგენლობით შეიქმნება, სადაც უმრავლესობით ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ჯგუფის შემადგენლობა ოფიციალურად 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.