კომპანია Biosense Technologies-მა (ინდოეთი) შეიმუშავა პროგრამა - uChek, რომლის მეშვეობითაც iPhone-ს მფლობელებს საშუალება აქვთ გაიკეთონ შარდის ანალიზი 25-მდე დაავადებაზე. ინოვაციის პრეზენტაცია ლოს-ანჟელესში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე Technology, Education and Design (TED) მოხდა.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა uChek-ით ისარგებლოს, უპირველეს ყოვლისა უნდა შეაგროვოს შარდი კონტეინერში და სპეციელირი წესების მიხედვით მოათავსოს მასში 2 წამით ტესტი და დააკვირდეს მის რეაქციას. ასევე აამოქმედოს uChek-ი და ვიდეო თვალის საშუალებით ინფორმაცია გადასცეს. ტესტი შარდს 10 პარამეტრის მიხედვით ამოწმებს ამ დროისათვის .uChek-ი ტერტირებას საავადმყოფოში გადის. როგორც ირკვევა, uChek-ის მოწყობილობა App Store-ში მარტის ბოლომდე გამოჩნდება და მისი ღირებულება 20 დოლარი იქნება.
პროგრამის შემქნელები განმარტავენ, რომ ანალოგიური პროგრამა მალე Android-ის სისტემისთვისაც ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები