ინდოეთის მთავრობა ქალებისათვის სპეციალიზებულ სახელმწიფო ბანკს ქმნის, ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.
ბანკის საწესდებო კაპიტალი 10 მლრდ რუპია ($186 მლნ) იქნება. აღნიშნული ქმედებით კი ხელისუფლება ეცდება მოსახლეობის დაკრედიტების სისტემა გაზარდოს და ასევე ის ქალები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარ მოპყრობაზე აკეთებენ აქცენტს, ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღებას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ინდოეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს აქვს ანგარიში ბანკში.ინდოეთის ხელისუგლებამ, ქალებისათვის ბანკის შექმნის გადაწყვეტილება პაკისტანიდან გადაიღო, სადაც ანალოგიური ბანკი ჯერ კიდევ 1989 წელს შეიქმნა.
ასევე ხელისუფლებამ დააონონსა ქალებისათვის სპეციალიზებული ფონდის შექმნაც, რომელიც უშუალოდ ქალთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
მასალის გამოყენების პირობები