ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 10%-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს. მინისტრის განმარტებით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და კორპორაცია სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.
"დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ", - განაცხადა კალაძემ.