სუპერმარკეტ „სმარტისა" და „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, ამიერიდან "სმარტის" სუპერმარკეტებში მომხმარებლებისათვის ღვინისა თუ სხვა ალკოჰოლური სასმელების შემოთავაზებაზე პროფესიონალი სომელიეები იზრუნებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "სმარტსა" და "სომელიეთა ასოციაციას" შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ხელმოწერის ცერემოანიალის შემდეგ კი „სმარტის" სომელიეთა პირველ ჯგუფს გადაეცათ სერტიფიკატები ღვინოთმცოდნეობის კურსის წარმატებით გავლისათვის.
„სმარტის" სომელიეებმა ღვინოთმცოდნეობის კურსის ფარგლებში ქართული ღვინის ისტორია და მეღვინეობა, სომელიეს ხელოვნება, ღვინის გემოები და ღირსებები, გასტრონომიული წყვილები და სხვა საგნები შეისწავლეს.
"საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ" "სმარტის" სასწავლო აკადემიასთან ერთად გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუზველზეც ასოციაცია "სმარტის" ყოველი სუპერმარკეტისათვის გადაამზადებს პერსონალს ღვინოთმცოდნეობაში, ანუ ადამიანებს, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაუწიონ მომხმარებელს ღვინო გასტრონოიმიაში"- აცხადებს "საქართველოს სომელიეთა" ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
როგორც "ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე განმარტავს, კომპანია ინოვაციების დანერგვით ოდითგანვე გამოირჩეოდა და ამჟამადაც მომხმარებელს კომპანია "სმარტში" მორიგ სიახლეს სთავაზობს.
"ვისოლ ჯგუფი" ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციების დანერგვით, ჩვენ დავპირდით ჩვენს მომხმარებელს და ამ წესს არ ვარღვევთ. საზღვარგარეთ სუპერმარკეტებში, სადაც კი ვყოფილვარ არ მინახავს, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შეთავაზებას ახდენდნენ პროფესიონალი სომელიეები. ჩვენ დავატრენინგეთ და ჩამოვაყალიბეთ სომელიეთა გუნდი, რომლებიც ღვინისა და ალკოჰოლურ სასმელებს შესთავაზებენ, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მომხმარებლებს. ზოგადად ღვინოს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ კულტურაში და ჩვენ ამ გზით არა მხოლოდ "სმარტის" პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს, არამედ რაც ყველაზე მთავარია ხელს შევიწყობთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს უფრო რელევანტურია, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. ყველა მომხმარებელი ვინც "სმარტის" სუპერმარკეტში შემოვა და ღვინოს იყიდის, მას არა მხოლოდ ქართული ღვინის გემოვნური თვისებები გაახსენდება, არამედ ისიც, რომ თუ როგორ მოემსახურნენ მას და როგორ ურჩია სომელიემ ის ღვინო, რომელიც მის ხასიათს შეესაბამება"- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
როგორც "ვისოლ ჯგუფის" მენეჯმენტი განმარტავს, "სმარტი გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება, 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღეისათვის წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მერე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.