მთავრობის სხდომაზე გაზის ტარიფის შემცირების საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. თუმცა კალაძეს არ დაუკონკრეტებია გაზის ტარიფის შემცირება რა რაოდენობით მოხდება. მისი თქმით, დეტალებზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
"თუ მოწონებული იქნება მინისტრთა კაბინეტის მხრიდან, გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა კალაძემ და ღნიშნა, რომ დღეს ასევე იმსჯელებენ მოხდება თუ არა გაზის ტარიფის შემცირება ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლების შემცირების ხარჯზე.