პარალმენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს უმრავლესობით ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ეს გადაწყვეტილება დღეს პარალმენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღწეული.
როგორც შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, ინტერფრაქციული ჯგუფი 9 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, აქედან 5 ოპოზიციის, ხოლო 4 უმრავლესობის კვოტიდან.
ინტერფრაქციულ ჯგუფში ოპოზიციიდან დეპუტატები - ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, გურამ ჩახვაძე, ლევნ ვეფხვაძე და პაატა დავითაია, საპარლამენტო უმრავლესობიდან კი, პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი იქნებიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება დანარჩენ ორ წევრს, მასზე უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
ინტერფრაქციული ჯგუფი 23 თებერვლის სესიაზე დამტკიცდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯგუფს დეპუტატი გურამ ჩახვაძე უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არის ინტერფრაქციული, დეპუტატები გამოთქვმენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.