მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 2013 წლის 1 მარტიდან სს „თელასის" აბონენტთა მომსახურების ცენტრები „ავჭალა" და „გლდანი" გაერთიანდება ბიზნეს- ცენტრში „გლდანი", ასევე აბონენტთა მომსახურების ცენტრი „საბურთალო" და ბიზნეს ცენტრი „დელისი" გაერთიანდება ბიზნეს ცენტრში „საბურთალო" .
აბობენტებს, რომელთაც ემსახურებოდა ამც „ავჭალა"(ავჭალის დასახლება, გლდანის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 მ/რაიონები, გლდანულა ) და ამც „გლდანი" მოემსახურება ახალი ბიზნეს ცენტრი „გლდანი"- გლდანის მე-V მიკრორაიონი, 4 ა კორპუსი, ტელ: 2592898
აბობენტებს, რომელთაც ემსახურებოდა ამც „საბურთალო" (პეკინის, დოლიძის, საბურთალოს, ბახტრიონის, მიცკევიჩის, გოთუას, ბულაჩაურის, კოსტავას, კუტუზოვის გამრეკელის, იყალთოს, საირმის და მიმდებარე ქუჩები) და ბიზნეს ცენტრი „დელისი" მოემსახურება ახალი ბიზნეს ცენტრი „საბურთალო"- ყაზბეგის გამზირი, 34, ტელ: 2274513
2013 ელის 1 მარტიდან თბილისში იფუნქციონირებს სს „თელასის" 5 ბიზნეს -ცენტრი: ვაკე-ვერა, მთაწმინდა-კრწანისი, საბურთალო, ისანი, გლდანი და აბონენტთა მომსახურების 8 ცენტრი: დიდი დიღომი, , დიდუბე, სანზონა, ლოტკინი, ოქროსუბანი, ჩუღურეთი, ვარკეთილი და სამგორი.
****სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.