ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი
ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა 3 კომერციულმა ბანკმა მიიღო.
მოთხოვნამ 33 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.680%-ით, მაქსიმალური 5.150%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 5.114 %-ით განისაზღვრა.