ყაზახეთი საქართველოში პორტს მხოლოდ მშვიდობის და სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში ააშენებს.
ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანად საუდაბაიევმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
"ფულს უყვარს მშვიდობა. მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტის განხორციელებისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა საუდაბაიევმა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთს საქართველოში პორტის აშენება სურდა, თუმცა პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ჩავარდა.