კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის, სერგეი ბაღაფშის შეხვედრა დაიწყო.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია. შეხვედრის მონაწილეები კომენტარებს კრების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
სერგეი ბაღაფშს მოსკოვში თან ახლავს თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები - მერაბ ქიშმარია და კრისტინა ოზგანი.
შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვს გუშინ, 16 თებერვალს ესტუმრა.