უკრაინის მოქმედმა პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი პირადად შეიტანა.
ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას და კენჭისყრის თავიდან ჩატარებას ითხოვს.
დოკუმენტს ფოტო და ვიდეომასალაც დართული აქვს. ცნობილია, რომ პროცესი მედიისთვის ღია იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკოს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან იანუკოვიჩის მომხრეებმა კარვები გაშალეს. მათი განცხადებით, ტიმოშენკოს ბლოკის წევრები მოსამაართლეებზე ზეწოლის მოხდენას გეგმავენ.