ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "მწვანეთა პარტიაც" მიიღებს მონაწილეობას.
პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ამის შესახებ ოფიციალურად დღეს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადებს.
გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზეც ისაუბრებს.
"მწვანეთა პარტიას" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატიც ეყოლება, თუმცა გაჩეჩილაძე მისი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.