17 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, რომელიც ამავდროულად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორი იქნება.
პირველ სხდომაზე საბჭოს წევრები "საქსტატის" მომავალ სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. საბჭოზე განხილულ იქნება საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2010 წლის სახელმწიფო პროგრამაც.
"საქსტატის" საბჭოს წევრები არიან ამირან ბაბუნაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ვაჟა ნადარეიშვილი, გია ჯანდიერი, ზაზა ჭელიძე, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.