17 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო "თორში", "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციისა" და "რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის" ინიციატივით კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის თემა "კავკასიური (რეგიონალური) პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" იქნება.
კონფერენციაში სახელისუფლებო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.