დღეს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართველ-ებრაელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა და ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოსა და ებრაელთა საზოგადოების საინიციატივო ჯგუფი.