ვიქტორ იუშჩენკო მოითხოვს, შავი ზღვის ფლოტმა უკრაინის ტერიტორია დატოვოს. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2017 წლის შემდეგ შავი ზღვის ფლოტმა სევასტოპოლი აუცილებლად უნდა დატოვოს.
"ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელითაც თამაში არ შეიძლება, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან", - აღნიშნა იუშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა არ გამორიცხა 2017 წლის შემდეგ შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში დარჩენა.E